|
2015-01-09 12:51:16, 3981 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი "ევროპის განვითარების წლის" გახსნის ცერემონიას დაესწრო
"ევროპის განვითარების წელი" – საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიას რიგაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ღონისძიება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებმა გახსნამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას. დღის მეორე ნახევარში, სპეციალურ პანელზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემებია - თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და ზომები, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის“ ფარგლებში უნდა მიიღონ. 1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)