|
2016-07-16 09:30:02, 1355 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ათათურქის სახელობის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა. ერდოღანის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეკომოანია RTR გადასცემდა. თურქეთის პრეზიდენტს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა. ერდოღანმა თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას "სამშობლოს ღალატი" უწოდა. მისი თქმით, თურქეთის ქუჩებში მილიონობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა. "ყველა, ვინც დაკავშირბეულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, უმკაცრესად დაისჯება, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი", - განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, ერდოღანის განცხადებით, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე მისი სასტუმრო დაიბომბა მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში გაფრინდა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედროების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება სცადა. თურქეთის პარლამენტის შენობაზე ორი ბომბი ჩამოაგდეს. შეტაკებების დროს დაიღუპა სულ მცირე 17 სამართალდამცველი. დაუზუსტებელი ცნობებით, კიდევ ექვსი მშვიდობიანი მცხოვრები კი სტამბოლში სროლის დროს დაიღუპა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)