06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 04:42:47, 634 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას არ ვაპირებთ

მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროები საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტმა, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიტუაციის განმუხტვამდე თურქეთში გადაადგილებისგან თავი ეიკავონ. 

"ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, ვუცხადევთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბდუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებაში ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას ამ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში განვითარებული მოვლენები იყო. 

სხდომას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, შს მინსტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და გენ შტაბის უფროსი ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics