06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 02:36:08, 724 ნახვა

საზოგადოება
სარფის გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

სარფის გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის. თურქეთის ტერიტორიაზე შემსვლელ ყველა ადამიანს საზღვარზე უპრობლემოდ ატარებენ. ამის შესახებ "ექსპრენიუსის" კორესპონდენტი სარფიდან იუწყება.

ამ დროისთვის, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ შეიმჩნევა პოლიციის მობილიზება და რამდენიმე გამტარი პუნქტი მუშაობს.

მესაზღვრეები თურქეთში გადამსვლელებეს უხსნიას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. 

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics