06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 21:50:33, 596 ნახვა

საზოგადოება
ნიცაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილი იპოვეს

ნიცაში, საფრანგეთში ერთ-ერთ ქართველს ამ დრომდე ეძებენ. მისი ფრანგი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ დაუდასტურა.

ელჩის განცხადებით, ინფორმაცია მოქალაქის დაკარგვის შესახებ ცხელ ხაზზე შევიდა.

”სახელს და გვარს არ დავასახელებ. დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, გარდაცვლილთა შორის არის და თავად პიროვნება არ დასტურდება არც გარდაცვლილთა და არც დაშავებულთა შორის. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წუთისთვის გარდაცვლილთა მხოლოდ 1/3-ია ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია მოვიპოვოთ”, - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

ელჩის ინფორმაციით, დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, რომ ის გუშინ, მეუღლესთან ერთად ნიცაში იმყოფებოდა. 

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 188 ადამიანი დაშავდა, ხოლო 84 გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics