06:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 20:14:20, 659 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი იმართება

ქ.ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისათვის სამდღიანი სემინარი გაიხსნა.  ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითეხბში სახელმწიფო მინისტრის აპარიტადან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე მიესალმა. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და გამოწვევები. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 

სემინარის მონაწილეებს , ასევე, სიტყვით მიმართა გამოცემის „Innenpolitik/EU“ რედაქტორმა ოტმარ ლაჰოდინსკიმ, რომელმაც ევროკავშირში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, მედიის როლსა და ევროსტრუქტურებთან მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. სემინარის პირველი დღე აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

სემინარის მსვლელობისას მედიის წარმომადგენლები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე“ პრეზენტაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics