|
2016-07-15 16:52:16, 1052 ნახვა
რეგიონი
აჭარაში პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა იწყება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პერინატალური რეგიონალიზაციის კონცეფციის და მისი განხორციელების შესახებ მოკლე პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გააკეთა. აჭარის რეგიონში რეფორმის განხორციელების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებები იქნება. კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადილე ლევან გორგილაძე და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმებიც დაესწრნენ. „პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს. რეფორმა ასევე გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) მინიჭებას თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას“, - აცხადებენ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)