|
2016-07-15 12:04:42, 866 ნახვა
სამხედრო
ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში მონაწილეობს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) მონაწილეობს. ქართული ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფაა. მისიის მანდატი ფრანგი ორვარსკვლავიანი გენერლის, ბრიგადის გენერალ დომინიკ ლოჟელის სარდლობის ქვეშ ხორციელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი გენერალი ქართველი სამხედროების მუშაობით კმაყოფილია და მათ პროფესიონალ, დისციპლინიან, გამოცდილ და სანდო ჯარისკაცებად აფასებს. „განსაკუთრებით ვაფასებ ქართულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რადგან ისინი პროფესიონალი, დისციპლინიანი სამხედროები არიან და სხვადასხვა სახის საბრძოლო მოქმედებათა თეატრში დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული. ისინი მონაწილეობას იღებენ მისიის ძირითად გაერთიანებაში, გვიზიარებენ ქართულ ტრადიციებს და საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. შემიძლია ვთქვა, რომ მე ვენდობი მათ მუშაობას და ვფიქრობ, რომ სხვა ევროპულ მისიებში ქართული კონტინგენტი კვლავ იქნება წარმოდგენილი,“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიას მიმდინარე წლის 12 აპრილიდან, 11 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ასრულებს. ეს უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაშია (EUMAM RCA) ჩართული. თვითონ მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 16 ივლისს დასრულდება. ევროკავშირის ეგიდით ცარ-ში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)