05:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 02:29:49, 784 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე +33783318689

საქართველოს საელჩო საფრანგეთში ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

დღეს, 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერს +33 7 83 31 86 89.
ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ თუ ფლობთ
ინფორმაციას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევას 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. 

ამ წუთისთვის მომხდარიდან გამომდინარე ქალაქში პანიკაა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეები სირბილით ტოვებენ. ფრანგული ტელევიზიები შემთხვევას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics