23:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 17:31:24, 635 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 14 ივლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, - აღნიშნულის შესახებ დოკუმენტის ტექსტი კონგრესის ოფიციალურ ვეგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც პროექტშია ნათქვამი,  წარმომადგენელთა პალატა “სტიმსონის დოქტრინის” სახელით ცნობილ აშშ-ის პოლიტიკას, არ აღიაროს ძალის გამოყენების შედეგად განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებები მხარს უჭერს. 

დოკუმენტის თანახმად, კონგრესმენები რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს გმობენ.

წარმომადგენელთა პალატა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება გააუქმოს და ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან შეიკავოს თავი, რომელიც საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამერიკელი კანონმდებლები ოფიციალურ მოსკოვს ასევე მოუწოდებემ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებთან, მათ შორის ძალის გამოუყენებლობასთან, დაკავშირებით პროგრესის მიღწევის, ასევე ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ გააღრმავოს. 

წარმომადგენელთა პალატის წევრები ადასტურებენ, რომ "თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის, რადგან ეს რეგიონში მშიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics