05:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 13:26:19, 553 ნახვა

საზოგადოება
ლისის „მწვანე ქალაქში" რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი გაიხსნა

ლისის „მწვანე ქალაქში" უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა.
 
პარკი ცნობილი მომღერლის „ტრიო სიმის" ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის იქნება, ამიტომ  გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მის დაბადების დღეს, 13 ივლისს გაიმართა.
 
ღონისძიებას „ლისი დეველოპმენტისა" და  კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე,  თბილისის მერი  დავით ნარმანია და  რეზიკო გელაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. „ტრიო სიმის" გარდაცვლილი წევრის პატივსაცემად ღონისძიებაზე შესრულდა მრავალჟამიერიც.
 
კომპანია ,,ლისი დეველოპმენტის'' ინიციატივით, 13 ივლისს ტრიოების ფესტივალსაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველ წელს, რეზიკო გელაშვილის დაბადების დღეს, მისსავე სახელობის პარკში გაიმართება.
 
პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
 
რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი მეტი სივრცითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა და ის ლისზე მდებარე სხვა პარკების მსგავსად, იტალიური ხეების ნერგებითა და მოსასვენებელი ინვენტარით იქნება მოწყობილი. უახლოეს მომავალში პარკში განთავსდება ამფითეატრიც.
 
კომპანია „ლისი დეველოპმენტი" ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე ორიენტირებული კომპანიაა. პროექტის ,,მწვანე ქალაქი ლისზე'' მთავარი კონცეფცია 80/20 - ია, რაც იმას გულისხმობს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20% ეთმობა საცხოვრებელ შენობებს, დანარჩენი 80% კი, გამწვანებისთვის და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი.

(R)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics