23:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 10:43:26, 532 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, თავისუფლები და ევროპელები ვიყოთ

"საქართველომ აირჩია ევროპული გზა და ამ საკითხში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსოლიდირებულია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში  რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის"საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გახსნაზე განაცხადა.

"ევროპა არის ჩვენი ხედვა და ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მიზანი.  საქართველომ აირჩია ეს გზა და ამ საკითხში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსოლიდირებულია. ჩვენ ამ გზის გვჯერა, გვინდა ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ ევროპელები",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებისსაკითხებში, იოჰანეს ჰანთან. 11:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლოპოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გაკეთებენ.

 კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics