|
2016-07-14 10:37:10, 679 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია-„საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს
ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. კონფერენციაზე გაინიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. წელს პირველად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ღამის სესია, რომლის მონაწილეებიც ჩეტემ ჰაუსის ფორმატში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ცოტა ხნის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, ევროპის მომავალზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეორე დღეს, 15 ივლისს, გაიმართება დისკუსია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რომელსაც გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი გაუძღვება (Dialogue with the President). კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ქართული კულტურის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცემათ. საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა“ ტრადიციულად, 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. ბათუმი- „საქართველოს საზაფხულო დედაქალაქი“ - ყოველწლიურად მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)