2016-07-13 19:58:14, 622 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ იოჰანეს ჰანი ეწვევა
საქართველოს ხვალ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოვა.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
კონფერენციის შემდეგ, ევროკომისარი ჰანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან ნილს სკოტთან ერთად, აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს დაათვალიერებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან