|
2016-07-13 16:21:06, 1731 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკაში არ გამოვჩნდები, არ მაინტერესებს
"თიბისი ბანკის" დამფუძნენებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დღეს საგურამოში "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია დ "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს. ასევე, მამუკა ხაზარაძეს მიაჩნია, რომ განახლებული გუნდის შემადგენლობა მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა: "გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია. მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი გუნდი წარადგინეს. მაღალი კვალიფიკაციის, ყველას მაღალი განთლება აქვს. განსაკუთრებით მიხარია ბიზნესომბუდსმენის პოლიტიკაში შესვლა. მე პოლიტიკაში არ გამოვჩნდები, არ მაინტერესებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია და მას მე მხარს ვუჭერ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)