22:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 13:38:18, 635 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მე ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს სათავეში ვრჩები

მე ჯერჯერობთ იუტიციის სამინისტროს სათავეში ვრჩები, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუტიციის სამინისტრო არის უწყება, რომელიც 4 წლის განმავლობაში სტაბილური იყო და მისი, როგორც მინისტრის მიზანია, ეს ასე დარჩეს.

„ჩემი მიზანია, ეს უწყება სტაბილურად მივიდეს არჩევნებამდე, დარჩეს ნეიტრალურ უწყებად. ჩემს მინისტრ კოლეგებთან ერთად უნდა შევქმნათ მესამე პრეცედენტი სამაგალითო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს იუტიციის მინისტრს მმართველი გუნდის ახალ წევრებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს  უნდა წარადგინონ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი შემდგარი პროფესიონალია და ის მათ მხარს უჭერს.

„დღეს სამწუხაროდ საგურამოში ვერ მივემგზავრები, რადგან პრემიერთან შეთანხმებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა უნდა ჩამეტარებინა. ეს როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა თბილისიდან ვგულშემატკივრობ თექვსმეტივე კანდიდატს, რომელსაც პრემიერი წარადგენს. ვფიქრობ, სასიამოვნო სიურპრიზი გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თექვსმეტ ახალ სახეში ჩვენივე გუნდის უკვე გამოცდილი წევრები იქნებიან. კარგი ბალანსი გვექნება დაცული ქალებსა და მამაკაცებს შორის და მე მათ ყოველთვის მხარს დავუჭერ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics