2015-03-04 15:33:55, 378 ნახვა
საზოგადოება
ვანო სარაჯიშვილის „O sole mio“ - კვირის დოკუმენტი
ეროვნული არქივი „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში აქვეყნებს ვანო სარაჯიშვილის სიმღერას „ჩემი ვარსკვლავი“, რაც ქართული ვარიანტია სიმღერისა „O sole mio“.
კომპოზიცია ჩაწერილია 1914 წელს და ეროვნულ არქივის აუდიოკოლექციაში დაცულია მაგნიტურ ფირზე.
სიმღერის მოსმენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ბმულზე https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/o-sole-mio-1912-15.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან