18:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 22:14:56, 1022 ნახვა

სამართალი
"მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

საცხოვრებელ კომპლექს "თეთრი მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მოსამართლემ ოთხივე მათგანს -" ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერ სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი  19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება.

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. 

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics