03:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 18:54:48, 688 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: ჰაერის დაბინძურებაზე საბოლოო მონაცემები ახალი გადათვლის შემდეგ იქნება ცნობილი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი პარამეტრები ჩვენთვის გაუგებარი იყო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, თბილისში შემოწმების მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

"ამ ეტაპზე იკვეთება ასეთი სიტუაცია, რომ იმ ფაქტორებზე რაც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ამ რეიტინგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი არის მყარი საწვავის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურებაზე. აღებული იყო 2003-2005 წლის მონაცემები. საბედნიეროდ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მონაცემების გადათვლა თავიდან მოხდება. თუმცა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ კი ეს ფაქტორი იყო ე.წ. შენობის შიდა ჰაერის სისუფთავე, შენობის გარე სისუფთავე, გამონაბოლქვი, მართლაც ყურადღებას იმსახურებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში "ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება", რომლის თანახმადაც, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics