22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 16:08:08, 602 ნახვა

პოლიტიკა
2016, 2017 და 2018 წლების არჩევნების მხარდასაჭერად ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს

2016, 2017 და 2018 წლების არჩევნების მხარდასაჭერად ევროპის საბჭო (CoE) ახალ პროგრამას ახორციელებს.  
 
საარჩევნო პროგრამა, ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას. 
 
ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს, რომელიც ცესკოს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლის“ განხორციელებას მოხმარდება. 
 
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს. 
 
„წელს პირველად ცესკო იღებს პირდაპირი წესით გრანტს სააარჩევნო განვითარების სკოლებისთვის, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში გაიხსნება და ეს იქნება სკოლები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მიიღებენ საარჩევნო განათლებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ახალგაზრდების საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
 
როგორც კრისტიან ურსემ განაცხადა - „საარჩევნო პროექტი, რომელსაც განახორციელებს ევროპის საბჭო 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საქართველოს  მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მხრივ ჩვენი მთავარი პარტნიორები იქნებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ისინი ერთად უზრუნველყოფენ არჩევნების წარმატებით და გამჭვირვალედ ჩატარებას“. 
 
საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გარდა, ევროპის საბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებასაც ითვალისწინებს. ასევე პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა,  ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში, აგრეთვე მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით რეგიონული მედიისთვის დახმარების გაწევის საშუალებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics