03:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 13:40:30, 601 ნახვა

საზოგადოება
მესტიის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში წყლის გამწმენდ ნაგებობას და დამხმარე ინფრასტრუქტურას აშენებს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები,  კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება  წყლის გამწმენდი ნაგებობა,  2 ახალი რეზერვუარი და წყლის მაგისტრალური მილსადენი.

პროექტის ღირებულება, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 21 მილიონ ლარზე მეტია.  სამუშაოები  2016 წლის დეკემბერში დასრულდება.  

მესტიის მოსახლეობის ნაწილს, წლების განმავლობაში, წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ჩასული ტურისტები  24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics