|
2016-07-11 16:30:29, 1002 ნახვა
სხვადასხვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა" - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. "სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის ფარგლებში, რესტორან „ბერმუხადან“ მზა კერძების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიული კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ, ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის (E.coli) ბაქტერიები. აღნიშნულთან დაკავშირებით, რესტორანში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)