20:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:41:17, 988 ნახვა

პოლიტიკა
ანგარიშის თანახმად, პარლამენტის 27 დეპუტატს გასულ წელს სესიაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიური შეფასება უკვე მესამედ წარადგინა.

ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ეხება და საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას მოიცავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც პარლამენტში, სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.  ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.

2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics