03:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:02:39, 588 ნახვა

საზოგადოება
ბარნოვის ქუჩაზე გზის შეკეთების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება.

აღნიშულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან  გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით  განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე. 

„12ივლისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან  გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით  განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე.  ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.

შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა  ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics