|
2016-07-11 13:45:49, 1489 ნახვა
სამართალი კომენტარი
მაია რჩეულიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ დღეს დამაკავონ
თბილისის მთავარ პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" დამფუნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან და ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთდ მივიდა. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ამასთან რჩეულიშვილის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. "შეიძლება დამაკავონ, ამას არ გამოვრიცხავ. 8 ოქტომბერს შევხვდებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია", - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია რას ედავებიან გუკას. მისივე თქმით, უცნობია გუკა რჩეულიშვილის ადგილსამყოფელი. თბილისის მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულად მიიჩნევენ. ცოტა ხსნის წინ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ახლაც დაძაბული ვითრებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)