03:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 13:09:44, 594 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია

სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს,  სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა მოგვარებულია, ასევე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.

"ჯერჯერობით არ არის დადგენილი თუ რა ზარალი მიადგა სამეგრელოს რეგიონს სტიქიის შედეგად. სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო და იმიტომ გრძელდება ამდენ ხანს ზარალის დათვლა. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებული სოფლებისა და ქალაქების დასახმარებლად. მაგალითად, მარტვილსა და მის შემოგარენში მოიხრეშა გზები. იმ დაზიანებულ მონაკვეთებზე, სადაც წყალმა გზები ჩარეცხა, აღვადგინეთ ეს გზები. ჩხოროწყუსა და სენაკში თვის ბოლომდე დასრულდება ზარალის დათვლა და კანცელარიას გაეგზავნება შესაბამისი მონაცემები. ელექტოენერგიის მიწოდების მხრივ სამეგრელოს რეგიონს ამ დროისთვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ტრანსპორტის მხარეს - ორი სოფელი იყო მარტვილში, თამაკონი და აბედათი, სადაც საავტომობილო გზები იყო დაზიანებული. თუმცა, გაკეთდა შემოვლითი გზები და მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სხვა სოფლებს - გარესამყაროს არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი. ისინი გარესამყაროს საავტომობილო გზებით უკვე უკავშირდებიან", - განაცხადეს პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics