|
2016-07-09 21:33:20, 607 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება
"NATO -ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე",- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა NATO -ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 8-9 ივლისს ვარშავაში, საქართველოს დელეგაციის მუშაობა შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი. "სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა. უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO - საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან. "საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით. მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, NATO პირველ რიგში ღირებულებითი კავშირია. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ, იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები. "ამ თვალსაზრისით, არჩევნები ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით. ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების ირგვლივ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც საქართველომ გადადგა რეალური ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ნათლად გამოჩნდა, რომ შავი ზღვის სტატუსი, ევროპული თანამშრომლობის ზღვის სტატუსი უნდა გახდეს და საქართველო ამას ყველა მაღალ ფორმატში და ფორუმზე აფიქსირებს. "თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად 2014 წლის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების ფორმატი შესუსტებულია და სტაბილურობა გაუარესებულია. დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები და ალიანსი ძალიან სერიოზულად იაზრებენ შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალურად - ევროპული და აზიური სტაბილურობისათვის. განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ენიჭება საქართველოს. ქვეყანას, რომელიც, თავისი პორტებიდან არაერთ, ალბათ, ათეულ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელს აძლევს. გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება. „მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება. ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)