19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 11:04:08, 631 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: საქართველო ნატო-ს მომავალი წევრია

საქართველოს სტატუსი ნატო-ში მკაფიოა - ის არის ალიანსის მომავალი წევრი, შემდეგი ნაბიჯი კი ნატო-ს წევრობა უნდა იყოს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი უკვე გააჩნია.

"საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი მინიჭებული აქვს. პრაქტიკულად მას მეტი არაფერი სჭირდება. არსებობს ნატო-საქართველოს კომისია, საპასუხო მექანიზმი, მხარდამჭერი პაკეტი. ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან ძალისხმევა უფრო აქტიური გახდეს, უფრო ინტენსიურად ჩატარდეს წვრთნები, კრიზისების მართვის სწავლებები, სადაც ჩვენი სამხედროები ერთად შეძლებენ მონაწილეობას. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ არის აქტიური და სანდო მოკავშირე. ამიტომ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ეს სტატუსი მკაფიოა - ალიანსის მომავალი წევრი, მომავალი ნაბიჯი წევრობა უნდა იყოს, ეს დროსთან არის დაკავშირებული. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მე ვნახე, რომ საქართველოს მხრიდან მოტივაცია არსებობს. ყველა კოლეგა ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი. ვიმეოდვნებ, რომ საქართველო სულ უფრო მიუახლოვდება დასახულ მიზანს”, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ლინკევიჩუსის თქმით, საქართველოში დაგეგმილი არჩვენები იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდა, თუმცა ლიტველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტი მიმდინარეობს. სამიტში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც იღებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics