16:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:22:28, 351 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, მაგრამ უამრავი გამოსაძიებელი საქმეა დარჩენილი

„ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ დარჩენილია უამრავი საქმე გამოსაძიებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, ძალიან ბევრი საქმე იქნა გამოძიებული საქართველოს პროკურატურის მიერ. ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, ეს იქნება ქონებრივი უფლებები თუ სხვა სახის, რომელიც დარღვეული იქნა წინა ხელისუფლების დროს. ძალიან მაღალია ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ დარჩენილია უამრავი საქმე გამოსაძიებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება.

„ ორი წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ჩვენ დავიწყეთ საქმეები დახარისხება, კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა, მათი სისტემატიზაცია, რა თქმა უნდა ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ეკონომიკის სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ საქმეების შესწავლაში. ჩვენ მართლაც არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში და გვაქვს შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics