|
2016-07-08 19:37:13, 1085 ნახვა
სხვადასხვა
გორის მუნიციპალიტეტში პროექტის „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პროექტი „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" იწყება. პროექტთან დაკავშირებით დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი წვერავა „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები და საგანმანათლებლო სემინარები. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის წამოწყება შერჩეული ბენეფიციარებისა და სამიზნე ჯგუფებში კლიმატის ცვლილების შედეგად მიღებულ გარემოსდაცვით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. პროექტი ასევე გულისხმობს ადვოკატირების კუთხით ეროვნულ დონეზე შესაბამისი მასალების მომზადებას. „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობაზე. პროექტის განხორციელებისათვის ორგანიზაცია იყენებს წარმატებით აპრობირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ, ასევე პოლიტიკური ლობირების ინსტრუმენტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)