02:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 16:25:19, 539 ნახვა

საზოგადოება
მინისკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინისკში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იყვნენ.

ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის გაუმჯობესების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, დარგის სპეციალისტების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ქართული ციტრუსის, ჩაის, თხილის, ღვინოს, სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ბელარუსის რესპუბლიკაში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისში საგამოფენო ცენტრში  „ექსპოჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსული წარმოების აგროტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია,  სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics