17:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 18:07:27, 891 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყოს

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის დავალებით, კი, ანა დოლიძე მზადაა, დაინტერესებულ ფრაქციებთან კონსულტაციები ხვალიდანვე აწარმოოს.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი განუმარტა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი და ფართომასშტაბიანი რეფორმა. 

„ამჟამად, იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად უნდა დაინიშნოს დაახლოებით, 65 მოსამართლე.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში. 

შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად  სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, რაც კიდევ ერთხელ ასუსტებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. 

ჩვენი აზრით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად, თავიდან ასაცილებლად და დაზღვევისათვის, შეიძლება, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო   რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღა", რომელიც 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზითაა გაჩერებული და რომლის მიღებაც ვერ მოხერხდა ამ თარიღის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics