00:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 14:55:25, 706 ნახვა

საზოგადოება
მიატოვიჩი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში ეუთო-ს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

დუნია მიატოვიჩი თბილისში ეუთო-ს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.

როგორც მიატოვიჩმა აღნიშნა, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია.

მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გერემოს არსებობა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics