15:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:07:00, 595 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ კერი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის.

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ჩვენ დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics