15:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 16:14:18, 618 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ქართველი კანდიდატის არჩევა კარგი იქნებოდა

„თავისუფალ დემოკრატებს“ გიგი წერეთლის არც არ არჩევაში და არც არჩევაში არანაირი წვლილი არ შეგვიტანია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მის პარტიას, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ ხმის უფლება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აღარ აქვთ.

„მე მინდა ყველაფერს პოზიტიურ ჭრილში შევხედო და მივულოცო ქალბატონ მუტონენს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. ის ძალიან გამოცდილი ავსტრიელი პარლამენტარია, ჩემი ძველი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, ის დიდ წვლილს შეიტანს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ განვითარებაში. რაც შეეხება გიგი წერეთელს, მე არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ქართველი კანდიდატის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კარგი და დადებითი იქნებოდა, თუმცა შეხედულებები სხვადასხვაგვარი იყო“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიელი დეპუტატი კრისტინ მუტონენი გახდა, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში 86 ხმა დააგროვა, გიგი წერეთელს კი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics