|
2016-07-05 14:12:37, 772 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ
„ეს საკითხი როგორც ერთ-ერთი ქრისტომათიული მაგალითი შევა ეუთო-ს ისტორიაში, ან შეიძლება სხვაგანაც თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება ქვეყანაში, როდესაც ასეთი ვითარებაა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემას. როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღევანდელმა კენჭისყრამ ყველას დაანახა თუ რამდენად რეალური იყო მისი მოგება. „ჩემთვის მთავარია, რომ ეუთო-ს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს ასამბლეამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, თუმცა შეიძლება ყოფილიყო უკეთესიც. სამწუხაროა, რომ სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. მე არ დავიწყებ საქმის გარჩევას, არავის გავუსწორებ ანგარიშს და ეტაპობრივად გარკვეულ შეფასებებს გავაკეთებ“,-განაცხადა გიგი წერეთელმა. ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ მას ბევრი რამე ასწავლა, რასაც ის მომავალში აუცილებლად გამოიყენებს. „ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი ხელისუფლების სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდები,რომ ეს ნასწავლი მომავალში გამოვიყენო. გაიმართა მეორე ტური და ვიცოდი, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა. დიდი მხარდაჭერა მქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრმა ჩემმა მხარდამჭერმა ამერიკის, გერმანიის და სხვა ქვეყნის დელეგაციებიდან გუშინ დატოვეს საქართველო. ვთვლი, რომ ამან იმოქმედა შედეგებზე. გამოვხატე ჩემი განწყობა. მინდა კანდიდატებს მივულოცო. ჩემი დღევანდელი გამოსვლა დავამთავრე საყვარელი ფრაზით: „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“,-განაცხადა გიგი წერეთელმა. ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიის წარმომადგენელი ქრისტინე მუტონენი გახდა. მას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. რაც შეეხება საქართველოს კანდიდატს გიგი წერეთელს, მან 73 ხმა დააგროვა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)