13:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 19:07:24, 602 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.

გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს კიდევ ერთხელ მიულოცა ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის მიღება და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობაში წარმატებები უსურვა.

მხარეება ისაუბრეს იმ საერთო საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და მონტენეგროს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე გააჩნია.

როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გამოცდილების გაზიარება.

მონტენეგრო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ნატო-ში ინტეგრაციის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოს დელეგაციის ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics