13:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:38:25, 599 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მომავალ პარლამენტში რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, ვის რა ოცნებები აქვს

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში რამდენიმე პარეტია იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს პარლამენტზე“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არ იცის და არ არის დარწმუნებული, იხილავს თუ არა მომავალ პარლამენტში პრორუსულ ძალებს.

„მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას , როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ იქნება პროდასავლური უმრავლესობა რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, - აღნიშნა  უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics