|
2016-07-04 16:39:23, 591 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების მხარდაჭერის და ტექნოლოგიების პოლიტიკის დირექტორი ტილო კლინერი ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. დელეგაციის წევრმა, ღვინის კომპანია,,შუხმან ვაინსის“ დამფუძნებელმა, ბურხართ შუხმანმა ქართულ მხარესთან მეღვინეობის მიმართულებითთანამშრომლობის დადებით შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ბურხართ შუხმანი ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით“ დაინტერესდა და ახლო მომავალში ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებების განიხილვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ,,პროკრედიტ ჰოლდინგის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ბორისლავ კოსტადინოვმა სახელმწიფო პროექტების, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროდაზღვევა, ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული მხარე მზად არის სოფლის მეურეობის სექტორის მხარდაჭერა და საქართველოსთან თანამშრომლობა აქტიურად გააგრძელოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გერმანელ სტუმრებთან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche). როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)