13:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 14:33:55, 574 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან ვიგენინი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხისთვის გადაადგილება უნდა გამარტივდეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბულგარეთის დელეგაციის თავმჯდომარის, კრისტიან ვიგენინის განცხადებით,  რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“   სავსებით მისაღებია და ის მას ემხრობა.

როგორც ვიგენინმა აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხისთვის გადაადგილება უნდა გამარტივდეს.

„რუსეთისთვის შეიძლება რაღაც ელემენტები ზედმეტად მკაცრი იყოს, მაგრამ ფაქტია რომ ელემენტები, რომლებიც რეზოლუციაშია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის სასიხარულო იყო ამ რეზოლუციის მოსმენა. ბორდერიზაციის გამო ადამიანების ცხოვრება ნადგურდება. მინდა, რომ აქ მყოფ დელეგატებს ისტორია ვუამბო, რომელიც ჩემი ბოლო ვიზიტისას საქართველოში გავიგე. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები კაცი მძიმედ დაიჭრა, მისი ცოლი კი მძიმედ ავადაა და წამლებს ვერ იღებს. ჩემი აზრით გლობალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ადამიანების სიცოცხლე კიდევ  უფრო მნიშვნელოვანი. არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა იოლად შეგვიძლია. ჩვენ ამ ხალხს უნდა გავუადვილოთ ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა, რათა მათ ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ და თავიანთი ნათესავები თავისუფლად ინახულონ“,-განცხადა ბულგარეთის დელეგაციის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეამ დავით უსუფაშვილის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს  „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics