|
2015-01-09 11:15:05, 4287 ნახვა
სამართალი
შსს–ს თანამშრომლებს ტატუირების გაკეთება, სამსახურში ძილი და შეუფერებელი ჩაცმულობა აეკრძალათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება, სამსახურში ძილი, ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება და სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობა აეკრძალათ. ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებაში შევიდა. აღნიშნული ბრძანების დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველსა და გადაცდომის სახეების ნაწილს, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხის დანართი დაემატა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)