13:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 17:38:52, 528 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: სააკაშვილმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან

„ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა",-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

თუ რატომ მოხდა ჩატაევის გაშვება მინისტრმა აღნიშნა, რომ  მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება მთავრობას არ დახვედრია. 

"როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები, როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მეცხრე დაწესებულებაში. პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება, მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია. ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს  იარაღი არ ჰქონია, შესაბმისად მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ გამოძიებას სხვა შანსი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო არ ჰქონდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ არის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics