12:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 17:28:35, 543 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩატაევის ბრალეულობაზე თურქეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები არ მომისმენია

„მე არ მომისმენია თურქეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები  აჰმედ  ჩატაევის ბრალეულობასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ჩატაევის ბრალეულობასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდი არსებობს.

„ოფიაცილაური თურქეთი არ ადასტურებს, რომ აჰმედ ჩატაევი ათათურქის აეროპორტის მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორია. ეს არის მხოლოდ ვარაუდი. სხვატაშორის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში რანაირადაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება ტერორისტი ვინც არ უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. ამიტომ წინასწარი სპეკულაცია არის მიუღებელი“,-განაცხადა კრირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,  აჰმედ  ჩატაევი ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის  შესაძლო ორგანიზატორია. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics