15:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 14:35:10, 1011 ნახვა

სამართალი
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შემოწმების პროცესს აქტიურად ახორციელებს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სომხაძემ აღნიშნა, ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მოწმდება.

„მოწმდება სურსათის უვნებლობა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე და აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ, რომელიც სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონსა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების შეამოწმების პროცესს დაესწრო.

ცნობისთვის, სახელმწიფო კონტროლის მიმდინარეობისას ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები და კონკრეტული ვადა შესასრულებლად.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 1282 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 10 ობიექტს, მათგან 9 ბიზნესოპერატორმა უკვე გამოასწორა არსებული შეუსაბამობები და კანონის შესაბამისად, მათ საწარმოო პროცესი აღუდგათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics