10:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:19:12, 497 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics