|
2016-07-01 11:55:14, 526 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი დასრულდა
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 დასრულდა. სამდღიანი ფინალური კონცერტები რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. წლის ბოლომდე გამოიცემა DVD ალბომი - ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მოიცავდა ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. მასში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. „ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას. ძალიან მახარებს ის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სფერო ჩვენი ხალხური ხელოვნების სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ახალგაზრდა თაობაში", - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. “ეს არის ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ფოლკლორის ზეიმი. ნახეთ, როგორ მიიღო ეს ხალხმა, როგორ მიიღო ეს ქალაქმა. ვფიქრობ, ასეთი ფესტივალები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ქართულმა სულმა, ქართულმა გენმა გაიღვიძოს, გაძლიერდეს და გავაკეთოთ იმ საქმის პოპულარიზება, რაც ძალიან გვჭირდება" - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. „ფოლკლორის ერონულ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. ფესტივალის მეორე ტურში არაერთი შემსრულებლის შემოქმედებითი წინსვლის მომსწრენი გავხდით. ფინალი კი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ფესტივალის ლაურეატები კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, პრიზები და ფულადი პრემია,” – ასე აფასებენ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)