20:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 10:11:24, 560 ნახვა

საზოგადოება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში  400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტია. მისივე თქმით, 5-მა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და შესაბამისად გამოცდიდან მოიხსნა.

პირველ ნაკადში დაახლოებით 9327 აბიტურიენტი უნდა  გამოცხადებულიყო.

მიმინოშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტების რეგისტრაცია  ზუსტად 8 საათზე დაიწყო.  9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა რეგისტრაცია, რომელმაც  მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტისთვის გაიხსნა საგამოცდო ტესტის ფურცელი.

მეორე სესიის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. 15:00 საათზე ტესტებზე მუშაობას აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics