|
2016-06-30 22:20:48, 1354 ნახვა
მსოფლიო
Washington Post: ობამა რუსეთს სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა რუსეთს სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს, - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Washington Post-ი აქვეყნებს. როგორც Washington Post-ის სტატიაში წერია, შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში, გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ზოგიერთი ტერორისტის წინააღმდეგ იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის ზეწოლით ასადის რეჟიმი შეწყვეტს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულების დაბომბვას. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს გაუზიარებს სამიზნეებს და ექნებათ კოორდინირებული გაფართოებული ავიადარტყმები ალ-ყაიდას სირიული ფრთის, ჯაბათ ალ-ნუსრას წინააღმდეგ, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას ებრძვის. "წინადადების მიხედვით, რომელიც პირადად პრეზიდენტ ობამამ დაამტკიცა და რომელსაც, მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ამერიკის და რუსეთის სამხედროები უპრეცედენტო დონეზე ითანამშრომლებენ, რასაც რუსეთი ცდილობდა დიდი ხნის მანძილზე. სანაცვლოდ, რუსეთმა ასადის რეჟიმს გარკვეული სირიელი აჯანყებულების, რომელთაც ამერიკა არ თვლის ტერორისტებად, დაბომბვა უნდა შეწყვიტოს. ამერიკა რუსეთს ამ ჯგუფების კონკრეტულ ლოკაციებს არ მისცემს, მაგრამ განუსაზღვრავს გეოგრაფიულ ზონებს, რომლებსაც ასადის რეჟიმის საჰაერო დარტყმები არ უნდა შეეხოს", - წერია სტატიაში. სტატიაში ასევე წერია, რომ თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაჰყოლოდა. ცნობისთვის, შესაბამისი წინადადება [სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობა] შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ორშაბათს, 27 ივნისს გაუგზავნა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)