10:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 21:48:51, 505 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური დღისწესრიგის შესახებ იმსჯელეს.

როგორც პრეზიდენტის საგარეო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად.

შეხვედრისას ასევე  განხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან დიდი ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან,  დემოკრატიულ რეფორმებთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება გერმანიის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა",  - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics