20:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:54:55, 568 ნახვა

საზოგადოება
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებით ებრძვიან

ადამიანის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ პირველ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მთავრობა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს, როგორიცაა:  ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგები იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა და შრომის, ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ წარადგინეს.
„ეს არის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ჩვენი სოციალური მუშაკების, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა სამინისტროს და სხვა არა ერთი უწყების ერთობლივი კოორდინირებული სამუშაოს შედეგი და წარმატება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 
ანგარიშში საინფორმაციო კამპანიაზეა საუბარი, რომელსაც სახელმწიფო არასამთავრობო სექტორთან ერთად ტრეფიკინგის ეფექტური პრევენციისათვის ატარებს. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს მასში როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიური საგრანტო კონკურსის პრაქტიკას დადებითად აფასებს.
ცნობისთვის, საქართველო 2013 წლიდან 2016 წლამდე მეორე კალათში იკავებდა ადგილს. განხორცილებული რეფორმებისა და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics